LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე: ერთადერთი „რეფორმა“, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა, იყო „კლანის“ გაძლიერება და მისთვის იუსტიციის საბჭოში ყველანაირი ბერკეტის მინიჭება

81
ანა დოლიძე

„ერთადერთი „რეფორმა“, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ გაატარა, იყო „კლანის“ გაძლიერება და მისთვის იუსტიციის საბჭოში ყველანაირი ბერკეტის მინიჭება,“ – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა მოსამართლეთა დანიშვნა შეჩერდეს და რეალური რეფორმა განხორციელდეს საერთაშორისო ორგანიზაციებისა და პარტნიორების მხარდაჭერით.

როგორც ანა დოლიძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ფარისევლობა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი აგრძელებენ იმ მოსამართლეების დანიშვნას, რომლებიც იყვნენ უშუალო შემსრულებლები რეპრესიული სისტემის „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს, რომლებსაც ისინი თითქოსდა პოლიტიკურად ებრძვიან.

„ვითომ ერთი ხელით „ნაციონალურ მოძრაობას“ ებრძვიან, მეორე ხელით ნიშნავენ მოსამართლეებს, რომლებიც უშუალოდ ახორციელებდნენ იმ რეპრესიას, რომელიც იმ პერიოდში ხდებოდა.

მაგალითად, დღეს წარმოდგენილი მოსამართლე ნინო სანდოძე, არის მოსამართლე, რომელიც მორჩილად, თავაუწევლად ემსახურებოდა 9- წლიან რეჟიმს „ნაციონალურ მოძრაობის“ დროს, არ აქვს გამოტანილი არც ერთი გამამართლებელი განაჩენი, ის არის გია გვიჩიანის განაჩენის ავტორი, რომელიც შემდეგ უდანაშაულო აღმოჩნდა და გათავისუფლდა.

თუ ვინმე არის სახე იმ რეპრესიული სისტემის, რომელიც „ოცნებას“ უნდა დაემთავრებინა, ეს არის მოსამართლე ნინო სანდოძე და წარდგენილია უზენაეს სასამართლოში. აქ მდგომარეობს „ოცნების“ ფარისევლობა, რომელიც თან ვითომ ებრძვის „ნაციონალებს“ და როცა აწყობთ, ნიშნავენ მოსამართლეებს, რომლებიც ახორციელებდნენ რეპრესიულ რეჟიმს“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

ცნობისათვის, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებით განხილვები იწყება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g