LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე: ეს არის კელი დეგნანის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, „ოცნებას“ უნდა, აიძულოს და წავიდეს

177
კელი და ანა

ჩხიკვაძე ამ შემთხვევაში არის ერთ-ერთი იარაღი, დღეს გაკეთებული განცხადება იმ საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომლის ამოცანაც არის ჩვენი ურთიერთობების გაფუჭება აშშ-სთან – ასე ეხმაურება „ფორტუნასთან“ მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას, სადაც ის ამერიკის საელჩოს წარმომადგენლთან  შეხვედრაზე საუბრობს, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე.

„ამ განცხადებას განვიხილავ, როგორც აშშ-ს ელჩის წინააღმდეგ გამართულ კამპანიის ნაწილს. ეს არაა დამოუკიდებელი განცხადება და მისი დროულობა, რა დროსაც ის გამოიცა,  პირდაპირ მიუთითებს, რომ არის საინფორმაციო კამპანიის ნაწილი, რომელსაც წარმართავს „ოცნება“ კონკრეტულად კელი დეგნანის წინააღმდეგ.

მოსამართლე: მას შემდეგ, რაც გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მქონდა შეხვედრა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთან და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა

მიმდინარეობს ძალიან საშიში შეტევა აშშ-ს საელჩოზე და დღეს გაკეთებული განცხადება ამ საინფორმაციო კამპანიის ნაწილია, რომლის ამოცანაც არის ჩვენი ურთიერთობების გაფუჭება აშშ-სთან. ჩხიკვაძე ამ შემთხვევაში არის ერთ-ერთი იარაღი.

კელი დეგნანი მოსამართლის განცხადებაზე: ნებისმიერი ვარაუდი, რომ აშშ ერეოდა სასამართლო პროცესში, სიმართლეს არ შეესაბამება

"ჩვენ წლების განმავლობაში ვეხმარებით საქართველოს დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, გამჭვირვალე სასამართლო სისტემის მშენებლობაში" - აცხადებს კელი დეგნანი.

არანაირად არ გამოვრიცხავ, რომ ჩხიკვაძე  იმყოფებოდა აშშ-ს საელჩოში. მათი მოსამართლეებთან შეხვედრები  და კონსულტაციები მიმდინარეობს მუდმივად.

ეს არც პირველი შემთხვევა არაა და არც ბოლო. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და ამ პროცესში კონკრეტულად ახლა ხმის ამოღება ლაშა ჩხიკვაძის მხრიდან, ნიშნავს, რომ  აშშ-ს წინააღმდეგ კამპანია დაიწყო.

გასაგებია, „ქართულმა ოცნებამ“ რომ ზეწოლად შეაფასა მომხდარი,  ასე იქნებოდა, რადგან კელი დეგნანის წინააღმდეგ კამპანია არის, უნდათ, რომ ჩვენი ამერიკასთან ურთიერთობა გააფუჭონ, უნდა დეგნანი აიძულონ და წავიდეს, ან გაიწვიონ საქართველოდან და ამით დააზიანონ ურთიერთობები. ასეთია ჩემი ამ განცხადების ინტერპრეტაცია“. – აცხადებს ანა დოლიძე „ფორტუნასთან“ საუბარში.

წულუკიანი მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადებაზე: „ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის …”

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ როგორც იქნა აღიარა, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო მას აშშ-ს ვიზა გააუქმეს – ეს არის სანქცია: რომან გოცირიძე

ჯანეზაშვილი ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე: ნათელია, რომ მოსამართლის მიზანი იყო ჩართულიყო ანტიამერიკულ კამპანიაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g