LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანეზაშვილი ლაშა ჩხიკვაძის განცხადებაზე: ნათელია, რომ მოსამართლის მიზანი იყო ჩართულიყო ანტიამერიკულ კამპანიაში

169
ლაშა ჩხიხვაძე

ვერ დავუშვებ ამას – ასე ეხმაურება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი და ორგანიზაცია „სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის განცხადებას,რომლის მიხედვითაც, გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, მას აშშ-ის საელჩოს თანამშრომელმა უთხრა, რომ ელჩს აინტერესებს, რატომ მიიღო გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოიყენა სასჯელად თავისუფლების აღკვეთა.

ჯანეზაშვილი, “ფორტუნასთან” ამბობს, რომ მისთვის  ჩხიკვაძის განცხადება სასამართლო სისტემაში არსებულ ბევრი პრობლემაზე კიდევ ერთხელ მიუთითებს.

„მოსამართლის მხრიდან მსგავსი განცხადება ჩემთვის სრულიად გაუგებარი და წარმოუდგენელია.

მოსამართლე: მას შემდეგ, რაც გვარამიას საქმეზე გამოვაცხადე განაჩენი, მქონდა შეხვედრა აშშ-ის საელჩოს თანამშრომელთან და მითხრა, რომ ელჩს აინტერესებს, რატომ მივიღე გამამტყუნებელი განაჩენი და განსაკუთრებით რატომ გამოვიყენე სასჯელად თავისუფლების აღკვეთა

ამ შემთხვევაში კი ნათელია, რომ მოსამართლის მიზანი იყო ჩართულიყო ანტიამერიკულ კამპანიაში, რომელიც ვხედავთ, რომ ბოლო პერიოდი ხორციელდება და ამ განცხადებით მოსამართლემ  წვლილი შეეტანა იმაში, რასაც სხვები ახორციელებენ.

ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ სასამართლო სისტემაში ბევრი პრობლემაა. სისტემა ფაქტობრივად არის ჩამოშლილი. თუკი რაიმე განცხადებაა გასაკეთებელი, მას ინდივიდუალური მოსამართლეები კი არ უნდა წერდნენ, არამედ თემაზე მოსამართლის ინსტიტუტი, (რომელიც  ყოველ შემთხვევაში ფურცელზე არსებობს) უნდა მუშაობდეს და ამ გზით უნდა კეთდებოდეს განცხადებები.

ამ განცხადებით სისტემაში არსებული პრობლემების მთელი სპექტრი წარმოჩნდა.

ძნელი სათქმელია, როგორი გაგრძელება შეიძლება ჰქონდეს მომხდარს,  არ მინდა გადაჭარბებული მოლოდინები გავაჩინო, ან ეჭვები გამოვთქვა, მაგრამ როგორც ჩანს, რაღაც საფრთხეები იგრძნო ლაშა ჩხიკვაძემ, სხვა შემთხვევაში გაუგებარია, რატომ დასჭირდა ამ განცხადების გაკეთება.

ძალიან დიდი ხანია, აშშ-ი ახორციელებს პროექტებს სასამართლო სისტემის გაძლიერებისთვის, მათ შორის იმ სასამართლოში, სადაც თვითონ ლაშა ჩხიკვაძე მუშაობს და ძალიან კარგად იცის მათი წვლილი და როლი,“ – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი “ფორტუნასთან” საუბრისას.

წულუკიანი მოსამართლე ჩხიკვაძის განცხადებაზე: „ეს რომ მთავრობის რომელიმე წევრს ეკადრებინა მოსამართლისთვის …”

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ როგორც იქნა აღიარა, რომ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო მას აშშ-ს ვიზა გააუქმეს – ეს არის სანქცია: რომან გოცირიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g