LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ კურსი შეცვალოს“ – ნაზი ჯანეზაშვილი

132
fot (3)

„ხელისუფლებამ უნდა დაუმტკიცოს მოსახლეობას, რომ მართლა აკეთებს რაღაც დადებითს სასამართლო სისტემაში“ – ამის შესახებ ნაზი ჯანეზაშვილმა რადიო „ფორტუნას“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

„სასამართლოს გუშაგის“ დამფუძნებელმა გადაცემაში „დღის თემა“ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად დაწესებული 12 რეკომენდაციის შესრულებულ და შეუსრულებელ პირობებზე ისაუბრა და თქვა, რომ მესამე სექტორს პროცესში მონაწილეობაზე უარი უთხრეს.

„წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე მოლოდინი ნაკლებია, მაგრამ მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ სასამართლოსთან მიმართებაში კურსი შეცვალოს. 4 მოსამართლე დასანქცირებულია, ჩვენ გვაქვს 12 პირობა, რომელიც უნდა შესრულდეს, იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ. რეალობა დღეს სხვაგვარია ვიდრე 3 წლის წინ იყო, თუნდაც იმ ფონზე, რომ ყოფილმა მოსამართლეებმა დაიწყეს მნიშვნელოვან ფაქტებზე საუბარი და კიდევ უფრო მეტი ფაქტია გამოტანილი გარეთ“ – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა გადაცემაში „დღის თემა“.

არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშის თანახმად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად დაწესებული 12 რეკომენდაციიდან 31 მარტის მდგომარეობით, სრულად მხოლოდ ერთია შესრულებული. დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა. როგორც ფონდი “ღია საზოგადოების” აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა, ხუთი შესასრულებელი რეკომენდაცია მოიცავს: მედიის დამოუკიდებლობას, დეპოლარიზაციას, დეოლიგარქიზაციას, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები