LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 ანა დოლიძე: მოდით არჩევნებზე, რომ დავასრულოთ ის, რაც დღეს არ მოგვწონს – ორპოლუსიანობა, სიძულვილი, ჭაობი, რომელშიც იძირება ქვეყანა

92
DSC06766

პარტიის „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ საარჩევნო კამპანია შეაჯამა და ამომრჩეველს არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. პარალელურად პარტიის მხარდამჭერებმა თბილისის მასშტაბით, ავტომობილებით მსვლელობა გამართეს -„მარში ცვლილებისთვის“.

„გავიდა ძალიან დატვირთული ორი თვე, რომლის განმავლობაშიც შევხვდით ათასობით ადამიანს, თბილისის ყველა უბანში და რეგიონებში, სადაც გვყავს წარმომადგენლები – რუსთავში, მესტიაში, ქუთაისში, ოზურგეთში, ყაზბეგში, ჩხოროწყუსა და ონში. მე და ჩვენი გუნდის წევრები მივედით ყველა უბანში და ეზო-ეზო შევხვდით მოსახლეობას.

დღეს, ამ კამპანიას ვასრულებთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით. ჩვენ ხალხს მივეცით პირობა, რომ უნდა ვემსახუროთ მათ, ჩვენ ვიქნებით ხალხთან ყოველთვის, როცა მათ დავჭირდებით და არა მაშინ, როდესაც პოლიტიკურად იქნება მოგებიანი.

ახლა დაგვრჩა ამ პროცესის ერთი მთავარი თავი – ეს არის არჩევნები. მთელი ჩვენი შრომა კარდაკარ, ეზო-ეზო სიარული თუ მედიასთან მუშაობა, ჩაიყრება წყალში, თუ თქვენ არ მოხვალთ არჩევნებზე. თუ თქვენ არ გადალახეთ ნიჰილიზმს, ცინიზმს, თვითდაჯერებას, რომ არაფერი გამოვა. ის ყველაფერი, რაც დღეს არ მოგვწონს, ორპოლუსიანობა, სიძულვილი, ჭაობი, რომელშიც იძირება ქვეყნა, ისევ უცვლელი დარჩება.

ამიტომ, აუცილებლად უნდა გადადგათ ნაბიჯი და 2 ოქტომბერს, აუცილებლად მიხვიდეთ საარჩევნო ყუთებთან, რადგან მხოლოდ და მხოლოდ თითოეული თქვენგანის ხელშია ამ ქვეყნის გადარჩენის გასაღები, ამ ქვეყნის მომავალი და ცვლილების შესაძლებლობა. ჩვენი პარტია – „ხალხისთვის“ კი, რომლის საარჩევნო ნომერიც არის 48, გაძლევთ პირობას, რომ ყოველთვის იყო და იქნება ქვეყნის და ხალხის სამსახურში,” – განაცხადა ანა დოლიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები