LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა დოლიძე: „სპექტაკლია თეას ფანჩატურში – „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის საგამოძიებო კომისიის მიზანი პოლიტიკური ანგარიშსწორებაა“

235
ანა დოლიძე და თეა წულუკიანი

კოალიცია „ხალხისთვის – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიზანია პოლიტიკური ანგარიშსწორება და ისეთი ანგარიშის მომზადება, რომელიც რუსეთისთვის სასიამოვნო იქნება.

მისივე შეფასებით, იმ მოსამართლეებმა, რომლებმაც „უკანონო განაჩენები ხარძიანის, ლეონიძის საქმეზე გამოიტანეს, „ქართული ოცნების“ პირობებში არა თუ დაისაჯნენ, არამედ დაწინაურდნენ“.

თეა წულუკიანი: „მიზანმიმართულად იდგმებოდა ნაბიჯები ყველა იმ ინიციატივის ჩასახშობად, რომელიც მიზნად ისახავდა კონფლიქტგამოვლილ ხალხს შორის ნდობის აღდგენას, იხსნებოდნენ თანამდებობიდან ის პირები და საეჭვო ვითარებაში კვდებოდა პრემიერ-მინისტრი, რომელიც ცნობილი იყო სამშვიდობო რიტორიკით“

„პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების ნაცვლად, იმ სპექტაკლზე მიწევს კომენტირება, რომელსაც თეა წულუკიანი ე.წ. კომისიაში – თეას ფანჩატურში მართავს. ეს კომისია საერთოდ არ არის კავშირში სამართლიანობასთან, სამართალთან ან დაზარალებულის უფლებების აღდგენასთან.

კომისია არის პოლიტიკური ანგარიშსწორების ინსტრუმენტი, რომლის ამოცანაა მოამზადოს ისეთი თხრობა, მათ შორის აგვისტოს ომის შესახებ, რომელიც რუსეთს და რუსეთის ხელისუფლებას ესიამოვნება. ჩვენ სოლიდარული ვართ, ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც დაზარალდა წინა და ამ ხელისუფლების დროს და ვფიქრობთ, რომ ყველა ადამიანმა საქართველოში სამართალი უნდა იპოვოს…

„ნაციონალური მოძრაობა“ – გენერლებმა გოგავამ და ყურაშვილმა დატოვეს ყველა პარტიული თანამდებობა, ისინი თავს ვალდებულად თვლიან, ომთან დაკავშირებით უპასუხონ ნებისმიერ შეკითხვას, ნებისმიერ ფორმატში, თუნდაც არალეგიტიმურ პარლამენტში“

ყველა ის საქმე, რომელიც აქამდე კომისიის წინაშე წარდგა და რომელიც მომავალში წარდგება, პირდაპირ დაკავშირებულია მოსამართლეთა „კლანთან“, რომელიც „ქართული ოცნების“ პირობებში ადამიანის უფლებების შელახვას აგრძელებს და რომელთაც 53 პოლიტპატიმარი ტყვედ ჰყავს აყვანილი.

იმ ადამიანებმა, რომლებმაც უკანონო განაჩენები ხარძიანის, ლეონიძის საქმეზე გამოიტანეს, „ქართული ოცნების“ პირობებში არა თუ დაისაჯნენ, არამედ დაწინაურდნენ. ისინი არიან პრივილეგირებულ მოსამართლეთა სიაში და დღეს პოლიტიკურ მართლმსაჯულებას განაგრძობენ.

გურამ მაჭარაშვილი: „კომისია ბოლომდე მოიძიებს მტკიცებულებებს, რომლებიც დარწმუნებული ვარ, გახდება „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური ძალის, გაუქმების საფუძველი“

ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ ეს კომისია დაკავშირებულია სამართალთან და მართლმსაჯულებასთან აბსურდია. ამ კომისიას ორი ამოცანა აქვს – პოლიტიკური ანგარიშსწორება და ისეთი ანგარიშის შედგენა, რომელიც სასიამოვნო იქნება რუსეთთან მიმართებაში.

ჩვენთვის აბსოლუტურად უმნიშვნელოა ის მუქარა, რომელიც თეას კომისიიდან მოდის იმიტომ, რომ კომისიაც და პარლამენტიც სრულიად ბუტაფორიულია და არალეგიტიმური“. – განაცხადა ანა დოლიძემ.

პროკურატურამ, დროებითი საგამოძიებო კომისიის მიმართვის საფუძველზე, მამუკა ხაზარაძესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

magti 5g