ანა კოშაძემ „ფორტუნას“ ექსკლუზიურად დაათვალიერებინა თავისი ახალი სახლი, სადაც სულ რამდენიმე თვეა გადავიდა და ინტერვიუში აღნიშნა:
„სახლის ნივთები ჩემს ინტერესს აბსოლუტურად არ წარმოადგენდა – როცა მჩუქნიდნენ, არ მიხაროდა და მერჩივნა, უფრო მეტად პირადული ყოფილიყო. ახალმა სახლმა მოიტანა ეს, რომ ძალიან მიხარია სახლის ნივთების შეძენა. სიამოვნებით ვიყიდე ჭურჭელი. გინდება ახალ-ახალი ნივთების შეძენა, მაგრამ საწოლი ვერ ვიყიდე და უნდა ვთქვა, რატომ. ახლა კი მაქვს შეკვეთილი, რადგან ბიძამ მაჩუქა, მაგრამ მანამდე, რა ბიუჯეტიც მქონდა საწოლისთვის განზრახული, ვიყიდე ჭურჭლის სარეცხი მანქანა. გადასარევად მძინავს მატრასზე. თან, მომწონს ინტერიერში. ვფიქრობდი, რომ საერთოდ არ ვიყიდდი საწოლს, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ საწოლი საჭიროა. დაბალი საწოლი შევუკვეთე“. ვრცლად… (ფოტოები)
„ფორტუნას“ ექსკლუზივი – ანა კოშაძის ახალი მინიმალისტური დიზაინის სახლი, სადაც ახლახან გადავიდა