LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ნაცვლიშვილი: „ჯიმ რიშს აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის მხრიდან ურყევი მხარდაჭერა აქვს, მისი კრიტიკა აჩვენებს, რომ ურთიერთობების ვერანაირი გადატვირთვა ვერ მოხდება, აშშ ზუსტად ხედავს, ვინ – ვინ არის“

158
ანა ნაცვლიშვილი

„ბატონი ჯიმ რიშის მიმართ გამოხატული მხარდაჭერა ბატონი ტრამპის და ახალი ადმინისტრაციის მხრიდან, კიდევ ერთხელ იმის დადასტურებაა, რომ „ქართული ოცნებისგან“ განსხვავებით, ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციას ზუსტად აქვს დანახული, ვინ – ვინ არის“, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილი ეხმაურება დონალდ ტრამპის მიერ Megobari Act-ის თანაავტორის, სენატორ ჯიმ რიშის მიმართ გამოხატულ მხარდაჭერას და ამასთან, „ქართული ოცნების“ მხრიდან სენატორის კრიტიკას და აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან შეერთებულ შტატებთან ვერანაირი გადატვირთვა და ურთიერთობების განახლება ვერ მოხდება.

ვხედავთ, რომ ადამიანებს, რომელთაც არალეგიტიმური, რუსული „ოცნების“ წარმომადგენლები მუდმივ შეურაცხყოფას აყენებენ, მათზე წარმოუდგენელი ლექსიკით საუბრობენ, ეს ადამიანები არათუ რჩებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში მაღალ თანამდებობებზე, არამედ მათ აქვთ ურყევი მხარდაჭერა უკვე ახალი ადმინისტრაციის მხრიდანაც, ასეთია, მათ შორის, ბატონი ჯიმ რიში.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ ვერანაირი გადატვირთვა და ურთიერთობების განახლება „ქართული ოცნების“ მხრიდან შეერთებულ შტატებთან ვერ მოხდება, რადგან მათთვის ძალიან კარგად არის გასაგები, რომ ირანის, ჩინეთის და რუსეთის მეგობრები იმავდროულად ვერ იქნებიან ამერიკის მეგობრები“, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

ცნობისათვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ სენატორ ჯიმ რიშს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„სენატორ ჯიმ რიშს ჩემი სრული და აბსოლუტური მხარდაჭერა აქვს ხელახლა არჩევისთვის, ის გამორჩეული კაცია და არასდროს დაგაღალატებთ“, – წერს დონალდ ტრამპი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g