LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ნაცვლიშვილი: „სად არის სახელმწიფოს რეალური პოლიტიკა პრევენციაზე? მომხმარებლების რეაბილიტაციაზე, რესოციალიზაციაზე? – ქვეყანას პარლამენტი რომ ჰყავდეს, ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით განგაშის ზარებს უნდა სცემდეს“

162
ანა ნაცვლიშვილი

„სად არის სახელმწიფოს რეალური პოლიტიკა პრევენციაზე? სად არის სახელმწიფოს რეალური პოლიტიკა მომხმარებლების დახმარებაზე, რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ნარკოპოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნაცვლიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ხელისუფლებამ შესაბამისი ზომები დროულად მიიღოს:

„ქვეყანას პარლამენტი რომ ჰყავდეს, განგაშის ზარებს უნდა სცემდეს სახელისუფლებო გუნდი და ავალებდეს აღმასრულებელ ხელისუფლებას, სასწრაფოდ გაატაროს სწორი პოლიტიკა, რომელიც ორიენტირებული იქნება არა მომხმარებლების დასჯასა და დემონიზებაზე, არამედ რეალიზატორებისა და მათი მფარველების დასჯაზე, ხოლო მომხმარებლების რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე.

სად არის სახელმწიფოს რეალური პოლიტიკა პრევენციაზე? სად არის სახელმწიფოს რეალური პოლიტიკა მომხმარებლების დახმარებაზე, რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე. ეს სერვისები ძალიან ნაკლებადაა ხელმისაწვდომი ამ ქვეყანაში, რაც ხელმისაწვდომია, არის საშინლად ძვირი“. – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g