„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე დღეს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იმყოფებოდა. როგორც ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, სააკაშვილი თავს მხნედ გრძნობს, თუმცა, შიმშილობა ეტყობა.
„არის ძალიან მხნედ. ფიზიკურად რა თქმა უნდა ეტყობა შიმშილობა.
გუშინდელი დღით არის აღფრთოვანებული, მითხრა რომ ამდენი ხალხი აქციაზე არ ყოფილა არც ვარდების რევოლუციის დროს.
განსაკუთრებულად უხარია და აღნიშნა რომ თბილისი იყო გამოსული გუშინდელ აქციაზე შიმშილობის შეწყვეტაზე არ მალაპარაკა. გამხდარხართ ბატონო პრეზიდენტო-თქო და კი გავხდი მაგრამ შენ უფრო გამხდარი ხარო,“– წერს ანა წითლიძე „ფეისბუქზე“.
სააკაშვილის მდგომარეობა გაუარესდა, გადაადგილებაც უჭირს: ანა წითლიძე
