28 მაისს, კაილი მინოუგს 54 წელი შეუსრულდა. იუბილე არტისტმა ლონდონში, მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. ამ დღეს ვარსკვლავმა „ანაბელის“ ღია ატმისფერი, ულამაზესი კაბა მოირგო. ატლასის კაბას წელზე უზარმაზარი ვარდი ამშვენებდა. კაილი საკუთარი შუშხუნა ღვინის ჭიქით ხელში პოზირებდა და მომნუსხველად იღიმოდა.
აღსანიშნავია, რომ კაილი წლებთან ერთად უფრო და უფრო მშვენიერი ხდება.
ფოტო: „ქალი-კატა“ – 53 წლის კაილი მინოუგის ცეცხლოვანი გამოჩენა
52 წლის კაილი მინოუგი „დოლჩე და გაბანას“ კოპლებიან კაბაში პოზირებს