LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიაში, საკარანტინო ზონაში აფხაზეთის მცხოვრები, 63 წლის ქალი გარდაიცვალა

78
anakliis sastumro

ანაკლიის ერთ-ერთ სასტუმროში, რომელიც კარანტინის სივრცედ გამოიყენება, ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრები, 63 წლის ქალი გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციით, 63 წლის ქალი კარანტინში 16 მარტს მოათავსეს, რადგან ოკუპირებული აფხაზეთიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადასული ყველა მოქალაქე 5-დღიან კარანტინს ექვემდებარება.

ქალი საკარანტინო სივრცეში შეყვანის დღესვე გარდაიცვალა.

„მისთვის არ იყო ჩატარებული ტესტი კორონავირუსზე, რადგან ტესტირება ტარდება სასტუმროში შეყვანიდან მეხუთე დღეს. გარდაცვალების მიზეზს ექსპერტიზა დაადგენს“, – აცხადებს ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნანა ოდიშარია.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემიის გამო 2020 წლის მარტში, მდინარე ენგურთან დაკეტილი ე.წ. საზღვარი 2021 წლის 11 თებერვალს გაიხსნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები