ანაკლიაში ტურისტებს თავს დაესხნენ.
ოჯახთან ერთად თურქეთიდან ჩამოსული მამაკაცისთვის ჩანთის წართმევა სცადეს, თუმცა მან წინააღმდეგობა გაუწია, რისთვისაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
ინციდენტის დროს ოჯახის არასრულწლოვანმა წევრმა გონება დაკარგა. ინფორმაციას რუსთავი 2 ავრცელებს.
თავდამსხმელები ხმაურის შემდეგ მიიმალნენ, მათ ჩანთის წართმევა ვერ მოახერხეს.
დაზარალებულის თქმით, ჩანთაში მას თანხა და მობილური ტელეფონები ჰქონდა.
ბავშვიც და მამაკაციც ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.