LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალენჯიხაში კორპუსის აივანი ჩამოინგრა – დაშავდა 50 წლამდე ქალი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს

176
პოლიცია

წალენჯიხის სოფელ ჯვარში საცხოვრებელი კორპუსის აივანი ჩამოინგრა, რის შედეგადაც აივანზე მყოფი 50 წლამდე ქალი ქვედა სართულის აივანს დაეცა.

ქალი მკურნალობას ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში განაგრძობს.

არსებული ინფორმაციით, დაშავებულს მძიმე მოტეხილობები აღენიშნება, რომელსაც ამ ეტაპზე კვლევებს უტარებენ.