LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალენჯიხაში შეიარაღებულმა პირებმა სახლი დააყაჩაღეს და მეპატრონეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

183
fot

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მედანში გუშინ, ღამით ხუთი შეიარაღებული პირი ერთ-ერთი მცხოვრების სახლში შეიჭრა და დააყაჩაღა, სახლის მეპატრონეს კი, ფიზიკურად გაუსწორდა.

გავრცელებული ინფორმაციით, წაღებულია 17 000 ლარი, რომელიც დაზარალებულს თხილის გაყიდვის შედეგად ჰქონდა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები