LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალენჯიხის მერიამ მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრებლებს, უსაფრთხოების მიზნით, ამაღამ სახლების დატოვება ურჩია

5023
ფორტუნა - 2023-09-09T004021.035

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის მოსახლეობის ინფორმაციით, მდინარე მაგანაზე წყლის ნაკადი საგრძნობლად შემცირებულია. ადგილობრივები აღნიშნულს ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებენ.

წალენჯიხის მერიის ინფორმაციით, ადგილზე სიტუაციის გასაცნობად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ უფროსთან და წალენჯიხის მერთან, გიორგი ხარჩილავასთან ერთად იმყოფებოდა.

ამ ეტაპზე მოხდა ხეობის აეროგადაღების კამერით დათვალიერება, თუმცა ხოკოს ხეობის ზედა ნაწილის დათვალიერება დაღამების გამო ვერ მოხერხდა, შესაბამისად ხვალიდან ტერიტორიის შესწავლაში სპეციალისტები ჩაერთვებიან.

ადგილზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, წალენჯიხის მერიამ მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის გაფრთხილება მოახდინა, რათა საშიშროების თავიდან აცილების მიზნით მდინარის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა ამაღამ საცხოვრებელ სახლებს გაერიდოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g