LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყო

108

21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც არის დასაწყისი საქართველოს გარდაქმნისა სატრანზიტო ქვეყნიდან, წარმოების, ლოგისტიკის და ინდუსტრიის განვითარების ქვეყნამდე – ასე შეაფასა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც მშენებლობის დაწყების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი ტრანსფორმაცია , დასაწყისი ძალიან დიდი ცვლილებებისა, რომელიც ქვეყანაში მოხდება.

“ამ ადგილას ევროპა ხვდება აზიას, ეს არის ყველაზე მთავარი. საქართველო წარმოჩინდებამსოფლიო მასშტაბით, როგორც საერთაშორისო თანამშრომლობის, სტაბილურობისა და მშვიდობის ქვეყანა. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ დღევანდელი დღე, მივულოცო მთელს საქართველოს და ჩვენს ყველა მეგობარს, ვინაიდან, დღეს ამ ადგილას ახალი საქართველო იწყება, ყველანაირი გადაჭარბების გარეშე”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რამდენიმეწლიანი უდიდესი სამუშაოს ჩატარებისთვის და აღნიშნა, რომ დღეს უკვე შეკრულია პროექტი, რომელშიც, ქართულ კომპანიებთან ერთად, არიან ამერიკული საინჟინრო კომპანია “კონტი”, ასევე – პორტის ოპერატორი და ინვესტორია მსოფლიო გიგანტი, სიეტლის პორტის მენეჯერი SSA Marine; ინვესტორები უზბეკეთიდან და ძალიან მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მიმდინარეობს ჩინეთთან.

ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ცერემონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g