LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ანაკლიის პორტის 49%-ზე საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება” – ღარიბაშვილი დავოსში სიტყვით გამოვიდა

166
ღარიბაშვილი (1)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე -„როგორ იქცა ევრაზიის შუა დერეფანი ბილიკიდან გზატკეცილად“ სიტყვით გამოსვლისას ანაკლიის პორტის შესახებ ისაუბრა.

“ერთი კონკრეტული პროექტი მინდა ვახსენო – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველოს მთავრობა დაიწყებს ამ პორტის მშენებლობას, 51% ამ ობიექტისა, ამ კონსორციუმისა იქნება საქართველოს მთავრობის მფლობელობაში, 49%-ზე  გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი”, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ბევრ პოტენციურ ინვესტორთან ამ მიმართულებით და რატომ ვაკეთებთ ამას. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს პროექტი უნდა განხორციელდეს საქართველოს შესაძლებლობის გაზრდის მიზნით.

“პრეზიდენტმა ალიევმა ბრძანა, რომ მზარდია პოტენციალი აზერბაიჯანის პორტებში, ყაზახეთსაც იგივე მზარდი პოტენციალი გააჩნია, საქართველოს 550 ათასი ტონა შეუძლია გაატაროს ფოთში და 20 000 ათასი ბათუმში, ეს არ არის საკმარისი, მინდა, რომ ეს პროექტი განვახორციელოთ შესაძლებლობის გაზრდის მიზნით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g