ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს “თიბისი ჰოლდინგისა” და ამერიკული კომპანია “კონტი ინტერნეშენალის” მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანია ააშენებს.
,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” გამარჯვებულად ეკონომიკისა და მდგარდი განვითარების სამინისტრომ კონკურსის შედეგად გამოავლინა. კონსორციუმმა მთავრობას წარუდგინა გამოუხმობადი საბანკო გარანტია 3 მილიონი დოლარის ოდენობით.
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გამარჯვებულ კომპანიას რამდენიმე წუთში ოფიციალურად დაასახელებს.