LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანანიძის ოპერაცია წარმატებით ჩატარდა: როდის დაბრუნდება ჯანო

59

მოსკოვის “სპარტაკის” ქართველ ნახევარმცველ ჯანო ანანიძეს კოჭ-წვივის სახსრის ოპერაცია გაუკეთეს.

ოპერაციას “სპარტაკის” ფიზიოთერაპევტი დიეგო მანტოვანი დაესწრო. ოპერაცია ფინეთის ქალაქ ტურკუში ჩატარდა და წარმატებით დასრულდა. ანანიძე მოსკოვში დღეს ბრუნდება.

23 წლის ჯანოს რეაბილიტაციის ვადებსა და გეგმას ”სპარტაკის” სამედიცინო შტაბი ფინელ ექიმებთან ერთად განიხილავს.

ამ სეზონში ანანიძემ მხოლოდ სამი მატჩი ითამაშა. ბოლოს იგი ”სპარტაკის” შემადგენლობაში 29 აგვისტოს ”ანჟისთან” შეხვედრაში გამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g