LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“კარგი ამბავი მაქვს” – მანანა თოქმაჯიშვილი აქვეყნებს ფოტოებს, როგორი იქნება გეგეშიძის ბაღი რეაბილიტაციის შემდეგ

180
გეგეშიძის ბაღი

გეგეშიძის ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო – ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი ავრცელებს და აქვეყნებს ფოტოებს, როგორი იქნება ბაღი განახლების შემდეგ.

“მეგობრებო, კარგი ამბავი მაქვს – ჩემი და ალბათ თქვენი სტუდენტობის დროინდელი თავშეყრის ადგილი, გეგეშიძის ბაღი მალე ისევ იქცევა ყველასთვის საყვარელ ადგილად.

ბაღის რეაბილიტაცია დაიწყო – განახლდება საფეხმავლო ბილიკები, განთავსდება თანამედროვე სტილის საპარკე ინვენტარი; მოეწყობა გარე განათების სისტემა, საბავშვო მოედანი; გაკეთდება სარწყავი სისტემა, დაითესება ბალახი და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ნარგავები.

სიახლე იქნება შადრევანი.

რაც მთავარია, არსებული კაფე-ბარის ტერიტორია სკვერს დაუბრუნდება, რითაც მწვანე საფარის მოცულობა გაიზრდება.

ბაღში დამონტაჟდება ვიდეომეთვალყურეობის სისტემა”- წერს თოქმაჯიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები