LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპისა და გორგასალის მოედნების მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა

88
Untitled design

თბილისში, ევროპისა და გორგასალის მოედნების მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოებს უკავშირდება.

როგორც მერიაში აღნიშნავენ, მეტეხის ხიდზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება ძველი მიმართულებების შესაბამისად, შეზღუდულად შეეძლებათ.

კერძოდ, გადაადგილება შესაძლებელი იქნება:

?  მტკვრის მარცხენა სანაპიროზე არსებული გვირაბიდან ამომსვლელი პანდუსიდან, ევროპის მოედნიდან და მეტეხის აღმართიდან, გორგასალის მოედნისა და კოტე აფხაზის ქუჩის მიმართულებით.

?  სატრანსპორტო საშუალებებისთვის ევროპის მოედნის მიმართულებით, შეზღუდულად გადაადგილება ასევე, შესაძლებელი იქნება გორგასალის მოედნიდან.

მერიის ცნობითვე, სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უცვლელი მარშრუტით გადაადგილდება.

პოპულალურები