LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანასტასია გუბანოვამ ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდურ ტურნირში მეორე ადგილი დაიკავა

184
2026-02-09_01-17-36_710205

ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ფიგურული ციგურაობის გუნდურ ასპარეზობაში თავისუფალი პროგრამა წარმოადგინა საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვამ.

მან ყველა კომპონენტი მაღალ დონეზე შეასრულა და მსაჯებმა მისი გამოსვლა 140.17 ქულით შეაფასეს.

გუბანოვა მონაწილეებს შორის მეორე იყო და გუნდურ ჩათვლას 9 ქულა მიამატა. შედეგად საქართველოს ნაკრებს სამი დისციპლინის შემდეგ 50 ქულა აქვს და საერთო ჩათვლაში მეოთხე ადგილზეა.

59-59 ქულით პირველ-მეორე ადგილებს ინაწილებენ იაპონია და აშშ. იტალიას 52 ქულა აქვს.

ღამის 1 საათზე გამოვა ერთეულთა თანრიგში მოასპარეზე ნიკა ეგაძე, რომელსაც აქვს შანსი გადაასწროს იტალიელებს და საქართველოს ოლიმპიადაზე მედალი მოუტანოს.

წყარო: 1tv

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g