LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანატოლი ბიბილოვმა დამარცხება აღიარა – ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალან გაგლოევი იმარჯვებს

128
107102

ოკუპირებული “სამხრეთ ოსეთის” ე.წ. ყოფილმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ. არჩევნებში დამარცხება აღიარა და ალან გაგლოევს გამარჯვება მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას “სპუტნიკი” ავრცელებს.

„ჩემთვის ხალხის არჩევანი ეჭვგარეშეა და ჩემს სიტყვას ვასრულებ, როგორც პრინციპში ყოველთვის. ვფიქრობ, რომ არჩევნები შედგა, ყველამ იცით შედეგი. ალან გაგლოევს ვუსურვებ წარმატებულ მუშაობას”, – განუცხადა ბიბილოვმა ჟურნალისტებს.

ბიბილოვმა მადლობა გადაუხადა ყველას, “ვინც შეასრულა თავისი სამოქალაქო მოვალეობა და ცალკე მათ, ვინც მას მხარი დაუჭირა”.

მანამდე ე.წ. რესპუბლიკის “ცესკომ” კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაცხადა: “ბიულეტენების 18 პროცენტის დამუშავების შემდეგ ლიდერობს პარტია “ნიხასის” ლიდერი ალან გაგლოევი 59,2 პროცენტით. ბიბილოვს ხმა დამუშავებული ბიულეტენების მთლიანი რაოდენობის 37 პროცენტმა მისცა”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g