LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ანაზღაურება დაახლოებით 500 ლარია, დასაქმებულები ხელფასის მატებას ითხოვენ“ – კულტურის პროფკავშირის ცნობით, ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლები გაიფიცნენ

148
გაფიცვა მზა
მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირის ინფორმაციით, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამშრომლები გაიფიცნენ.

პროფკავშირის ცნობით, დასაქმებულები ხელფასების მატებას ითხოვენ.

„თეატრში სამუშაო მოცულობის ინტენსიურად გაზრდის მიუხედავად, დასაქმებულთა ხელფასი მიზერულია და წლების განმავლობაში არ შეცვლილა.. მათი ანაზღაურება დაახლოებით 500 ლარია.

დასაქმებულები ითხოვენ ხელფასების მატებას!

ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაფიცვის შეტყობინების მიღების შემდეგ დამსაქმებელმა ორი თანამშრომელი გაათავისუფლა სამსახურიდან.

ახლა უკვე გაფიცულთა მოთხოვნა ამ ადამიანების სამსახურში აღდგენაცაა.

მიუხედავად მედიაციის უშედეგოდ დასრულებისა, მოვუწოდებთ დამსაქმებელს დააკმაყოფილოს დასაქმებულთა სამართლიანი მოთხოვნები.

დროა ოპერის სხვა თანამშრომლები შემოუერთდნენ ბრძოლას შრომის ღირსეული ანაზღაურებისა და პირობებისთვის.

ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სადადგმო ნაწილის თანამამშრომლები გაიფიცნენ.
ისინი…

Posted by მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი – SEC Workers Union on პარასკევი, 03 ნოემბერი, 2023

 

magti 5g