ბრედ პიტი უკვე კარგა ხანია მარტოა და 56 წლის ასაკშიც ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მამაკაცად მიიჩნევა. ანჯელინა ჯოლისთან განშორების შემდეგ მას უამრავ რომანს მიაწერდნენ, თუმცა საბოლოოდ არცერთი მათგანი არ დადასტურდა. უკანასკნელად ტაბლოიდები პიტისა და 36 წლის მომღერლის და მსახიობის, ამომავალ ვარსკვლავის, ანდრა დეის რომანზე წერდნენ. დასავლური მედიის ცნობით, ისინი „ოსკარების“ დაჯილდოების დროს, კულისებში ფლირტაობდნენ.
„შესანიშნავი წყვილია“ – 56 წლის ბრედ პიტი და 36 წლის ანდრა დეი კულისებში ფლირტაობდნენ
სულ ცოტა ხნის წინ BET Awards გაიმართა, სადაც ანდრამ ფილმისთვის, „აშშ ბილი ჰოლიდეის წინააღმდეგ“ „საუკეთესო ქალი მსახიობის“ ტიტული დაიმსახურა.
ბუნებრივია, მას ბრედ პიტთან რომანის შესახებ არაერთი შეკითხვა დაუსვეს, რაზეც ვარსკვლავმა იუმორით უპასუხა:
„სასაცილოა, ჩვენ ერთმანეთს არც კი ვიცნობთ, ერთმანეთს არასდროს შევხვედრილვართ“, – მიუგო ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს ანდრამ.
ასე რომ ბრედის გული კვლავ თავისუფალია, ვნახოთ ვინ გახდება მისი „მორიგი გულისსწორი“.