LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრი კასიანოვი: „უკრაინისა და საქართველოს მტერი საერთოა.. საქართველოში აღმართული ყველა უკრაინული დროშა ქართველი ხალხის სოლიდარობაა“

133
Untitled design

ორბელიანების სასახლეში, უკრაინაში ომის წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოებას უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ანდრი კასიანოვმა მიმართა და საქართველოს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

იმპერიის ჩამოშლის შანსი, კვლავ გაუტეხელი უკრაინელები და შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგი – რუსეთის აგრესიის 1 წელი

კასიანოვმა მიმართვის დროს აღნიშნა, რომ უკრაინისა და საქართველოს ჰყავს საერთო მტერი, რომელიც არ ჩერდება და ამ ქვეყნებს უტევს. მისივე თქმით, ყველა უკრაინული დროშა, რომელიც საქართველოში, საქართველოს დროშის გვერდით არის აღმართული, ქართველი ხალხისგან სოლიდარობის დასტურია:

„რუსეთის აგრესიის შემდეგ ერთი წელი გავიდა. უკრაინისა და უკრაინელი ხალხისთვის ეს წელი იყო განსაკუთრებით რთული. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი საუკეთესო მოქალაქეები. რუსეთის სისხლიანი ოკუპაციის შედეგად არ დაინდეს არავინ, არც ბავშვები, არც ახალგაზრდები, არც ქალები, მაგრამ უკრაინამ ამ ყველაფერთან გამკლავება შეძლო.

უკრაინელი ხალხი ერთი იდეის გარშემოა გაერთიანებული და მიზნად ისახავს, პრობლემები გადალახოს.

დემოკრატიული, საერთაშორისო საზოგადოება მიხვდა, რომ არამხოლოდ ევროპის მომავალი, არამედ მთელი მსოფლიოს მომავალი უკრაინის გამარჯვებაზე დგას.

ეს გვაძლევს შეუდრეკელ და უპრეცედენტო დახმარებას, რომელიც გამოიხატება ფინანსური და სხვადასხვა რესურსების მოწოდებით.

უკრაინისა და საქართველოს მტერი საერთოა, ორივეს ერთი ოკუპანტი გვყავს, რომელიც არ ჩერდება და ჩვენს ქვეყნებს უტევს.

უკრაინელი ჯარისკაცები დგანან ქართველი ძმების გვერდით და აქტიურად იცავენ ქვეყანას, ცდილობენ გაანადგურონ რუსი ოკუპანტები. საჯარო ადმინისტრაციები, კერძო სექტორი და საქართველოს ეკლესია, რა თქმა უნდა, აწვდის თავშესაფარს მათ, ვისაც ომის გამო მოუწია საკუთარი ტერიტორიის დატოვება.

იმპერიის ჩამოშლის შანსი, კვლავ გაუტეხელი უკრაინელები და შეცვლილი მსოფლიო დღის წესრიგი – რუსეთის აგრესიის 1 წელი

„უკრაინის ომი არის გარდამტეხი მომენტი, მისი დასრულების შემდეგაც ახალი მსოფლიო წესრიგი შეიქმნება. ძალიან მნიშვნელოვანია, საქართველოს ადგილი და როლი უსაფრთხოების თანამედროვე არქიტექტურაში.“

ეს გამოიხატება ასევე ჰუმანიტარული დახმარებით. ლადო აფხაზავამ, რომელიც გურიაში მასწავლებელია, შეძლო თანხის შეგროვება, რათა ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდებინა უკრაინელი ხალხისთვის. უკრაინელი ბავშვები გაიხსენებენ და ემახსოვრებათ მათი ცხოვრების ბოლომდე ის დახმარება, რაც მათ სარეაბილიტაციოდ საქართველოს ეკლესიამ მიაწოდა.

ყველა უკრაინული დროშა, რომელიც საქართველოში, საქართველოს დროშის გვერდითაა აღმართული, ქართველი ხალხისგან არის სოლიდარობის დასტური.

სწორედ ეს გვაერთიანებს პუტინის სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ. მსურს გამოვხატო ჩემი მადლიერება, პირადად, სალომე ზურაბიშვილის მიმართ. მისი პრინციპული, უდრეკი პოზიციისა და იმ დახმარების, რომელსაც გამოხატავს უკრაინელი ხალხის მიმართ.

თქვენი სიტყვები არის უკრაინელი ხალხისთვის იმ მეგობრობის სიმბოლო, რომელიც უკრაინელ და ქართველ ხალხს აკავშირებდა. ეს არის მიზეზი თუ რატომ გააგრძელებს უკრაინა ძლიერად თავის პოზიციაზე ყოფნას და არ გაჩერდება მანამ, ვიდრე ბოლო ოკუპანტი არ დატოვებს ქვეყანას“, – განაცხადა ანდრი კასიანოვმა.

შეგახსენებთ, უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან ერთი წლის თავზე, ორბელიანების სასახლის ეზოდან უკრაინისა და საქართველოს ჰიმნების შესრულების შემდეგ, აუდიტორიას პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და უკრაინის კონსულმა მიმართეს.

პრეზიდენტის ვიდეომიმართვა: „დღეს უკრაინა იცავს არა საკუთარ თავისუფლებას, არამედ იცავს ყველას თავისუფალ მომავალს“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები