გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი შოუს „ცეკვავენ ვარსკვლავები“ ერთ-ერთი მონაწილე, ანდრია გველესიანი იყო.
– ანდრია, პირველ რიგში მაინტერესებს, გყავს თუ არა შეყვარებული?
– პირადზე არ ვსაუბრობ ზოგადად, მაგრამ გეტყვით, რომ კი, მყავს და დაინტერესების შემთხვევაში ამისი გადამოწმება სოციალური ქსელითაც არის შესაძლებელი.
– ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ შოუში შენ და სტანისლავ ბონდარენკოს. ვინ არის რეალურად შემი კონკურენტი?
– ერთ რამეს ვიტყვი და ძალიან გულწრფელი ვარ. ჩემი ყველაზე დიდი კონკურენტი საკუთარი თავია.
– შეყვარებული ეჭვიანობს?
– არ მიყვარს ეჭვიანი ხალხი და ზოგადად შეხება არ მაქვს ასეთებთან. დამღუპველია ეგ საკითხი.
– ადგილი, სადაც ყველაზე კომფორტულად გრძნობ თავს…
– სცენა, როდესაც ჩემს სფეროში ვარ და ასევე ჩემს უახლოეს მეგობრებთან ერთად.
– რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
– ფიცხი ვარ, მაგრამ რთულად ვღიზიანდები. მაღიზიანებს, როდესაც აქცენტი ვიზუალზე კეთდება და არა პროფესიონალიზმზე.
– თაყვანისმცემლები გაწუხებენ?
– არა, მე არ ვწუხდები, ზოგადად ვცდილობ, ნეგატივზეც კი პოზტივით ვუპასუხო, ნეგატივით არაფერი მომიგია.
– ოჯახის წევრებს რა დამოკიდებულება აქვთ შენს ცეკვაზე?
– მაძლევენ რჩევებს და იმის სტიმულს, რომ უფრო მეტი გავაკეთო. მე ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ფინალში გავიდე და გავიმარჯვო.
– რას აპირებ პროექტის დასრულების შემდეგ?
– (იცინის) აუცილებლად დავისვენებ, სხვა ვერაფერზე ვფიქრობ.
– წარმატებებს გისურვებ.
გადაცემის მეორე ნაწილის სტუმარი სილამაზის ცენტრ „კატრინის“ ხელმძღვანელი ეკა მგალობლიშვილი იყო.
– ეკა, ვისაუბროთ სილამაზის კონკურსებზე. ხშირად მოჰყვება ამა თუ იმ კონკურსს ნეგატიური კომენტარები მონაწილეების შესახებ…
– პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ჩემი დევიზია: მეპურემ უნდა აცხოს პური. არ მიყვარს შავი პიარები, მაგრამ უკვე ძალიან მეტისმეტია, რომ ესა თუ ის კონკურსი გადაბრუნებული ფორმით ტარდება. თუ ნებისმიერ პირს შეუძლია რაიმე ტიპის მსგავსი კონკურსი ჩაატაროს, მაშინ რა საჭირიოა მსოფლიო ლიცენზია, რომელსაც სულ რამდენიმე ადამიანი ვფლობთ?
– წელს რას აპირებთ?
– ჩვენ გვქონდა პატარა „მის და მისტერ საქართველოს“ შიდა ქასთინგები, ამის მერე 20 ქვეყნიდან პატარა მისტერ და მისები ესტუმრნენ თბილისს და პატარა „მის და მისტერ გალაქსი“ საქართველოში გაიმართა. ეს იყო ფესტივალი, რომელზეც ყველა მონაწილე დაჯილდოვდა, რადგან პატარა ასაკში კონკურსის დარქმევა არ შეიძლება. ძალიან ფრთხილი თემაა.
რაც შეეხება 18 წლიდან მონაწილეებს, მინდა მკაფიოდ ვთქვა: გიყვარს და მოგწონს შენი შვილი და გინდა გახდეს გამარჯვებული, ერთია და აქვს თუ არა მას შესაბამისი მონაცემები – მეორე.
– რა გაღიაიზანებთ ზოგადად ამ თემასთან დაკავშირებით?
– მივესალმები ყველას, ვისაც შრომა უყვარს, მაგრამ ძალიან კარგი იქნებოდა, რომ მოგვმართონ ამ ორგანიზატორებმა და მე თანახმა ვარ, რომ რჩევები მოგცე და გადმოგცე ლიცენზია, რომელიც საჭიროა. კონკურსი, სადაც გამოცხადება არასწორი ფორმით ხდება, დაუშვებელია. ყველაფერს თავისი წესები აქვს. მე მინახავს ისეთი კონკურსები, სადაც ლენტა გადაბრუნებული ჰქონდა გაკეთებული გამარჯვებულს.
ზოგადად, გამჭვირვალეობის მომხფრე ვარ და ჩვენს კონკურსებზე მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილება ყოველთვის ერთმანეთს ემთხვევა, საზღვარგარეთიდან ჩამოსულ მოდელს კი ყოველთვის ჩამოაქვს პრიზი. ამისი გადამოწმება შესაძლებელია.
– წარმატებებს გისურვებთ.