ზაფხულის ცხელ დღეებს ქართველი ცნობილი სახეები, ძირითადად, საზღვარგარეთ ატარებენ. მათ შორისაა მომღერალი და მსახიობი ანდრია გველესიანი, რომელმაც მეუღლესთან, მაიკო ვაწაძესთან ერთად ესპანეთს მიაშურა და მის დედაქალაქს, მადრიდს ათვალიერებს.
ანდრიამ და მაიკომ ფოტო პრადოს მუზეუმთანაც გადაიღეს, როგორც ჩანს, აქტიურად ისვენებენ და ღირსშესანიშნაობებსა და მუზეუმებს სტუმრობენ.
პარალელურად კი დროს აუზზეც ატარებენ.
ანდრიამ მეუღლესთან და ასევე ცალკე გადაღებული ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
