LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანდრია ჯაღმაიძე: თამაზ გინტური იმ ბევრი გულანთებული ადამიანიდან ერთ-ერთია, რომლის გაფრთხილებასაც ვცდილობდი – ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კაცს ეს საფრთხე ვერ ავარიდეთ

166
BeFunky-collage

თამაზ გინტური იმ ბევრი გულანთებული ადამიანიდან ერთ-ერთია, რომლის გაფრთხილებასაც ვცდილობდი – ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კაცს ეს საფრთხე ვერ ავარიდეთ, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა.

თამაზ გინტური სამხედრო პატივით დაკრძალეს

„ჩვენ ასეთ ხალხს ვერ გავუფრთხილდით. ეს არის იმ ბევრი გულანთებული ადამიანისგან ერთ-ერთი, რომლის გაფრთხილებასაც ვცდილობდი, წინასწარ ვთქვი, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს დაუფიქრებელ ნაბიჯებს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ კაცს ეს საფრთხე ვერ ავარიდეთ“,- აღნიშნა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა დაუფიქრებელი ნაბიჯი ლომისის ეკლესიაში შესვლა, ჯაღმაიძე აღნიშნავს: „არა, მე ვამბობ, რომ დაუფიქრებელი ნაბიჯია, როდესაც ისე ვამწვავებთ სიტუაციას, რომლის მართვა შემდეგ არ შეგვიძლია, რისკის ქვეშ ვაყენებთ ხალხს“.

ცნობისათვის, 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ, ოკუპანტებმა ცეცხლსასროლი იარაღით საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

„ყველაფერი დავინახე, მანქანაში ვიჯექი“ – ლევან დოთიაშვილი თამაზ გინტურის მკვლელობაზე

„თამაზ გინტურის დაცხრილული მანქანა“ – დავით ქაცარავა ოკუპანტების მიერ მოკლული მოქალაქის ავტომობილის ფოტოებს აქვეყნებს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები