ქართველი მუსიკოსი და რეჟისორი, მანანა მენაბდე 76 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ხელოვანის გარდაცვალებას თეატრმცოდნე და ტელლეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე სოციალურ ქსელში ეხმაურება და მასთან ერთად განხორციელებულ პროექტებს იხსენებს.
„წავიდა…
მაგრამ დატოვა დიდი გზა, იშხნელებიდან წამოსული და მარადისობამდე მისული. ცოტა შემხვედრია, ვისაც ასე უყვარდა ადამიანი და ენდობოდა მათ, მზე უყვარდა და მზესავით გვათბობდა. ინოლა უყვარდა, ეთერო თათარაიძე უყვარდა, ლადო ასათიანი… სისუფთავე და გულწრფელობა უყვარდა ადამიანშიც და ხელოვნებაშიც. რა ბრდნიერებაა, რომ ოპერის პროექტი მოვასწარით და გავაკეთეთ, თითქოს წერტილო დასვა და მოემზადა ვერაგ სენთან საბრძლოველად…
განო მელითაური: „ჩემი შავი მარგალიტი უთანასწორო ბრძოლაში დამარცხდა, მაგრამ ეს იყო ყველაზე ღირსეული შერკინება სიკვდილთან, რაც კი ოდესმე მინახავს“
„ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ 5 თვის მანძილზე გვერდით დაგვიდგა და მანანას სიცოცხლისთვის ჩვენთან ერთად იბრძოლა“
მადლობა ასეთი სიყვარულისთვის, მეგობრობისთვის და ყველა კონცერტისთვის რომელიც ერთად გაგვიკეთებია. ქუთაისიური საღამოებისთვის, გორის რეპეტიციებისთვის, გამოგზავნილი ნახატებისთვის, ხო კიდევ ანგელოზების ხატვა უყვარდა და მჯერა, სწორედ მათთან დაიდებს ბინას ჩემი მანანა“, – წერს ნიკოლოზ წულუკიძე სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მანანა მენაბდე დაიბადა 1948 წელს მომღერლების, დები იშხნელების ოჯახში. კარიერის დასაწყისში კონცერტებით მოგზაურობდა ორკესტრ „რეროსთან“ ერთად.
მუსიკოსი მსმენელს ქართული, რუსული და ევროპული სიმღერების, რომანსების და ნაწარმოებების თავისებურ ინტერპრეტაციას სთავაზობდა.
წავიდა… მაგრამ დატოვა დიდი გზა, იშხნელებიდან წამოსული და მარადისობამდე მისული. ცოტა შემხვედრია ვისაც ასე უყვარდა…
Posted by Nikoloz Tsulukidze on ორშაბათი, 01 სექტემბერი, 2025