LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ანი ბათუმში გავიცანი…ფილმის სცენას ჰგავდა” – ლაშა ტალახაძის და ანუკი დემურიას გაცნობის ისტორია

338
BeFunky-collage - 2022-11-01T231454.005

მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე და მისი მეუღლე ანუკი დემურია “ღამის პრაიმტაიმის” ეთერში ერთმანეთის გაცნობის ისტორიას იხსენებენ.

როგორც ლაშა საუბრობს ანუკი ბათუმში, ერთ-ერთ სასტუმროში შემთხვევით შეხვდა.

“ანი ბათუმში გავიცანი. ერთ-ერთ სასტუმროში შემთხვევით შემხვდა. მეგობრებთან ერთად ვიყავით”, – საუბრობს ლაშა ტალახაძე.

ანუკის თქმით, სოციალურ ქსელში მიმოწერა მანამდეც ჰქონდათ და პირველად სასტუმროში ნახეს ერთმანეთი.

“ფილმის სცენას ჰგავდა. ორივე ერთად გავდიოდით კარებში და ასე შევხვდით პირველად ერთმანეთს”, – საუბრობს ანუკი.

ლაშა ტალახაძე აღნიშნავს, რომ იყო მომენტები, როდესაც ანუკი შეხვედრაზე უარს ეუბნებოდა.

“მისი გულის მოგება შევძელი. ხანდახან იყო მომენტები შეხვედრაზე უარს მეუბნებოდა. ხან მე ვქრებოდი, ხან ის. სპორტული დეპრესია მქონდა. შემდეგ მივხვდი, რომ რაღაც მაკლდა და ცხოვრების ახალ ეტაპზე უნდა გადავსულიყავი. გადავწყვიტეთ დაოჯახება”, – საუბრობს ლაშა ტალახაძე.

შეგახსენებთ, რომ 8 აგვისტოს, მსოფლიო ჩემპიონი ლაშა ტალახაძე მესამე შვილის მამა გახდა.

 

ამავე თემაზე:

რა დაარქვეს მესამე ქალიშვილს ლაშა ტალახაძემ და ანუკა დემურიამ

ლაშა ტალახაძე: „პირველი ოლიმპიადა რომ მოვიგე, ერთ-ერთი ქვეყანა ათ მილიონს მთავაზობდა… ჩემთვის ქართული დროშის აფრიალება და ჩემი ქვეყნის სახელით გამარჯვება მილიონებზე მეტი ღირს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g