LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ღლონტი: „ერთ მშვენიერ დღესაც შევედი მამასთან და ვუთხარი, ვეღარსად წავალ, რადგან ძალიან შეყვარებული ვარ-მეთქი…“

999
ანი ღლონტი და ლაშა ღლონტი

ლაშა ღლონტის ქალიშვილი, ანი ჟურნალ „სარკეს“ უმხელს, როგორ უთხრა მამას, რომ შეყვარებული იყო და გათხოვებას აპირებდა.

ერთადერთმა, ნებიერა ქალიშვილმა როგორ აცნობეთ მამას, რომ გათხოვებას აპირებდით? ნერვიულობდით, გეშინოდათ?

საერთოდ არ მინერვიულია, რადგან მამაჩემისთვის არაფერი დამიმალავს ცხოვრებაში. ჩვენი სიყვარულის დაწყებიდან მალევე ვუთხარი ჩემს გრძნობებზე და ისიც ძალიან გაგებით მოეკიდა.

ჩემს ცხოვრებაში სანამ ეს სიყვარული გამოჩნდებოდა, ვაპირებდი ამერიკაში სწავლის გაგრძელებას. ერთ მშვენიერ დღესაც შევედი მამასთან და ვუთხარი, ვეღარსად წავალ, რადგან ძალიან შეყვარებული ვარ-მეთქი. მისი პასუხი კი ასეთი იყო, სხვანაირად რომ მოქცეულიყავი, ის გამიკვირდებოდა, რა თქმა უნდა, მივესალმები შენს გადაწყვეტილებასო.

მამამ ჩემი ქმარი საკუთარი შვილივით მიიღო და ხანდახან ამბობს კიდეც, ვერ ვხვდები, რომელი უფრო მიყვარხართო. ჩემთვის ყველაზე დიდი ბედნიერებაა, რომ მამას და ჩემს ქმარს ასეთი ურთიერთობა აქვთ.

ვიდეო: „რა ტკბილი მამა-შვილია, საოცარი ხმებია“ – ლაშა და ანა ღლონტების მიერ შესრულებული „იები“

ვიდეო: „იები ამოსულა, ლურჯთვალა იები“ – მამა-შვილი ღლონტების ტკბილი შესრულება

ვიდეო: ლაშა ღლონტის ქალიშვილმა მეუღლესთან ერთად „გულს რად მიკლავ“ ემოციურად შეასრულა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g