LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ტყებუჩავა: „ეტყობა, ვერც ერთი რეჟისორი ვერ მოვხიბლე ისე, რომ ან სპექტაკლში მიმიწვიონ, ან რომელიმე ფილმში…“

1022
anitkebuchava20

მსახიობი ანი ტყებუჩავა ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ სამსახიობო კარიერაში პროფესიული კუთხით პაუზა აქვს, სიახლეები არ ჩანს: „ძირითადი შემოთავაზებები სარეკლამო სფეროდანაა. ეტყობა, ვერც ერთი რეჟისორი ვერ მოვხიბლე ისე, რომ ან სპექტაკლში მიმიწვიონ, ან რომელიმე ფილმში…“

ჟურნალი დაინტერესდა, გამოჩნდება თუ არა მისი პერსონაჟი ნინა „ჩემი ცოლის დაქალებში“ ისევ, რაზეც ანი პასუხობს: „მე, როგორც მსახიობს და როგორც ადამიანს, მინდა, ნინა აუცილებლად დაბრუნდეს. სერიალის შემქმნელები ამბობენ, რომ ეს ხაზი გაგრძელდება… ჩემი გონება მთლიანად დაკავებულია ფიქრით, როგორ შეხვდება ნინას გოცირიძეების ოჯახი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები