LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანია ტეილორ-ჯოი „დიორის“ ულამაზეს ვინტაჟურ კაბებში მოდური ჟურნალის გარეკანზე

235
anateilorjoy

„ლაზიერის გამბიტის“ ვარსკვლავი, ანია ტეილორ-ჯოი ამჯერად ახალი ფილმის პრემიერისთვის ემზადება. „გასული ღამე სოჰოში“, ასე ჰქვია ახალ საშინელებათა ფილმს, რომელსაც პირველად ვენეციის კინოფესტივალის პროგრამის ფარგლებში აჩვენებენ.

ამჯერად კი ინტერნეტში ვრცელდება პირველი კადრები ცნობილი ჟურნალის „ტატლერის“ ოქტომბრის ნომრიდან, რომელიც ჯერ ცხადია, გაყიდვაში არ გამოსულა. ახალ ფოტოებზე ანია გასაოცარ ფორმაშია, ის ვინტაჟური სახლის ინტერიერიდან პოზირებს და „დიორის“ საღამოს კაბების ულამაზეს კოლექციას წარმოადგენს. ეს გახლავთ კაბები ულამაზესი ფერთა პალიტრით, მათ შორის შავი კლასიკური კაბები, ყვავილოვანი პრინტები და ოქროსფერი ბისერები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g