LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Anishko hand made მომხმარებელს ქალისა და მამაკაცის აქსესუარებს სთავაზობს

907

“Anishko hand made” მომხმარებელს ქალისა და მამაკაცის აქსესუარებს სთავაზობს. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ შეიძინონ ბეჭდები, საყურეები, მობილურის ჩასადებები, ბრელოკები, ყელსაბამები და სამაჯურები. გარდა ამისა, ქუდები და ჩანთებიც.

როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას დიზაინერმა ანი თევდორაძემ აღნიშნა, პროდუქტის შესაქმნელად ტყავს, ხეს, მეტალს, თვლებსა და სხვადასხვა ქსოვილს იყენებს.

მისივე ინფორმაციით, ახლო მომავალში აპირებს თავისი ნამუშევრების გამოფენას, თბილისის მოდის კვირეულზე მონაწილეობასა და პროდუქციის საზღვრებს გარეთ გატანას.

აქსესუარის ფასი 25 ლარიდან იწყება და 130 ლარამდე ადის.

”მეგობრებისთვისა და ოჯახის წევრებისთვის ყოველთვის ვაკეთებდი სხვადასხვა აქსესუარებს, თუმცა ბოლო 1 წელია გადავწყვიტე ჩემი ნამუშევრების გაყიდვა დამეწყო. მყავს უცხოელი მომხმარებლებიც” – განაცხადა თევდორაძემ.

”Anishko hand made” – ის პროდუქციის შეძენა მომხმარებელს facebook-ისა და Instagram- ის გვერდის საშუალებით შეუძლია. დიზაინერის ინფორმაციით, შესაძლებელია პროდუქციის სხვა ქალაქებში გაგზავნა, როგორც საქართველოს მასშტაბით, ასევე უცხოეთში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები