მოგეხსენებათ, ანიტა ფაცაცია და მისი მშობლები ავსტრიაში იმყოფებიან. ჯერჯერობით, არანაირი სასიხარულო ინფორმაცია მისი გულშემატკივრებისთვის არ არის. ყველა ქვეყანა უარს ამბობს ანიტას სამედიცინო მომსახურების მიღებაზე.
პატარა გოგონას, რომელსაც გულის ურთულესი პრობლემა აწუხებს, ბებიებმა ჩააკითხეს. ამის შესახებ თამუნა გლურჯიძე, ანიტას ბებია წერს:
„როგორც იცით, ბებიები ჩამოვედით გრაცში ანიტასთან. ჩვენი მონატრებული შვილებიც ჩავიკარით გულში. ვიცი, რომ ბევრი ადამიანი ელოდება სიახლეს. ჩვენც სწორედ ამიტომ ვართ აქ, რომ ერთად და დაუყოვნებლივ ვიმოქმედოთ ანიტასთვის და უსწრაფეს დროში მივიღოთ შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო გადაწყვეტილება“.
გოგონას გვერდზე ამ ფაქტის ამსახველი ვიდეოც გამოქვეყნდა.
