LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მისია შესრულდა, ანიტა 500 ოჯახში შევიდა… მეტს ვერაფერს გიკეთებ ბოდიში” – ანიტა ფაცაციას ბებია

1451
anita

პრეზიდენტის რეზიდენციამ, სასაჩუქრედ, ანიტას ლექსების კრებულის საკმაოდ დიდი პარტია შეიძინა. ინფორმაციას გარდაცვლილი გოგონას ბებია, თამუნა გლურჯიძე ავრცელებს. 

ანიტა ფაცაციას ბებიამ, შვილიშვილის გარდაცვალების წლისთავზე, ლექსების კრებული – „მოფერება ლექსებად“ მიუძღვნა.

“ამჯერად ისევ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ვუხდი მადლობას იმისთვის, რომ მისი ინიციატივით პრეზიდენტის რეზიდენციამ ანიტას ლექსების კრებულის საკმაოდ დიდი პარტია შეიძინა. ამიერიდან ქალბატონი სალომეს მეშვეობით, ჩემი გოგო უამრავ საინტერესო ადგილას დაიდებს ბინას.

აქვე მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ Nino Tabize -ს, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ დამეხმარა ხმა მიმეწვდინა ქალბატონი სალომესთვის, როცა ანიტა ავსტრიაში იყო და არც ახლანდელი სასიამოვნო ამბავი არ მომხდარა მისი უშუალო მონაწილეობის გარეშე.

უზომოდ ბედნიერი ვარ, უამრავი მადლობა ანიტას ასეთი სიყვარულისთვის”.- წერს ანიტა ფაცაციას ბებია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები