ანიტა ფაცაციას ბებიამ თამარ გლურჯიძემ “სხვა რაკურსში” ანიტას შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ პატარა ანიტა, გოგონა, რომელმაც მთელი საქართველო გააერთიანა, სიკეთის კეთებას აგრძელებს. სოციალურ ქსელში არსებობს ჯგუფი “ანიტასთვის”, სადაც ადამიანებს, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ, საზოგადოება სწორედ ანიტას სახელით ეხმარება.
თამარ გლურჯიძემ ისიც დააანონსა, რომ ანიტას მშობლები უამრავ აქტივობას აპირებენ, “ანიტას გულისთვის და ანიტას სახელით”…
“ანიტამ გვითხრა, მე ამდენი ადამიანის სიყვარული მოგიგროვეთ და წავედი, ახლა თქვენ ეს სიყვარულის კოცონი შეინარჩუნეთ,”-ამბობს ანიტას ბებია.
მან ემოციურად გაიხსენა შვილიშვილი და თქვა, რომ ანიტა სიცოცხლისთვის დიდი ადამიანივით იბრძოდა. მაშინ კი როცა ენატრება, ბებია გოგონას ლექსებს უწერს და ასე ეფერება.
https://www.facebook.com/skhvarakursigiajajanidzestanertad/videos/286040919043897/?v=286040919043897