LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Anitta-ს ახალი ალბომის გამოსვლის თარიღი ცნობილია – დისკში სემ სმიტთან დუეტი შედის

120
Anitta-e-Sam-Smith

26 აპრილს, Anitta-ს მესამე სამენოვანი და მეექვსე სტუდიური ალბომი – Funk Generation გამოვა. ბრაზილიური ფანკით ინსპირირებულ დისკზე მუშაობის შესახებ, 31 წლის არტისტმა 2022-ში განაცხადა.

ფირფიტაში 15 სიმღერა შედის, რომელთაგან ერთ-ერთი, Ahiსემ სმიტთან დუოა.

,,Funk Generation არის ალბომი, რომლითაც პატივს ჩემ ფესვებს მივაგებ“, – აღნიშნა ბრაზილიელმა შემსრულებელმა.

ლონგფლეის მხარდასაჭერად, ანიტამ კარიერის პირველი მსოფლიო ტურნე – Baile Funk Experience დააანონსა. მომღერლის ინფორმაციით, ის ევროპაშიც იმღერებს.

ანიტა სულ მალე ,,ნეტფლიქსის” გახმაურებული სერიალის – ,,ელიტა” ფინალურ სეზონში გამოჩნდება. სატელევიზიო შოუს მე-7 ნაწილის პრემიერა 20 ოქტომბერს შედგება.

შარშან, Anitta პირველად წარადგინეს ,,გრემიზე“. მან ,,საუკეთესო ახალი არტისტის” ნომინაცია მიიღო, რომელშიც ყველასთვის მოულოდნელად, სამარა ჯოიმ გაიმარჯვა.

ცნობისთვის, ანიტამ პირველი სამ, პორტუგალიურ, ესპანურ და ინგლისურენოვანი ალბომი – Kisses, 2019, ხოლო მეორე – Versions of Me, 2022 წელს გამოუშვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები