ანჯელინა ჯოლის ყოველი გამოსვლა წითელ ხალიჩაზე ნამდვილი დღესასწაულია და ასე მოხდა „კანის კინოფესტივალზეც“.
78-ე კინოფესტივალს ჯოლი სტუმრის ამპლუაში დაესწრო, ის ფილმის „ედინგტონი“ პრემიერაზე იმყოფებოდა. ვარსკვლავი ბრწყინავდა „ბრუნელო კუჩინელის“ კრემისფერ კაბაში, რომელიც ნაქსოვი დეტალებით იყო გაფორმებული. ამას დაემატა აბრეშუმის ორნამენტები და ლამაზი თვლები, რომელიც კაბას კიდევ უფრო მდიდრულს ხდიდა.
კაბა იმდენად მდიდრული იყო, რომ ის ბევრ დეტალს არც მოითხოვდა, ამიტომ ანჯელინამ აქსესუარების სახით მხოლოდ „ჩოპარდის“ სამკაულს მიანიჭა უპირატესობა.
