ანჯელინა ჯოლი ლონდონიდან ლოს-ანჯელესში დაბრუნდა. LAX-ის აეროპორტში ვარსკვლავმა და მისმა ექვსივე შვილმა ნამდვილი ფურორი მოახდინეს. ჯოლი დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ჰუმანიტარული მისიით იმყოფებოდა.
მრავარიცხოვანი ფოტოკამერების ფონზე, რომლებიც ცნობილი დედისა და შვილების გადაღებას ცდილობდნენ, ენჯიმ პოზიტივის შენარჩუნება შეძლო და ცნობისმოყვარე ფოტოგრაფებს ბევრს უღიმოდა.
თავის ერთ-ერთ უკანასკნელ ინტერვიუში, მსახიობმა მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 10 წლის მერე თავის თავს შვილებთან ერთად ხედავს, რომლებიც ალბათ სხვადასხვა ქვეყანაში იცხოვრებენ და მის საქმიანობას გააგრძელებენ.