გამოცემა RadarOnline-ის ცნობით, ანჯელინა ჯოლის სერიოზული ფინანსური პრობლემები შეექმნა, ამის მიზეზად წყარო ექს-მეუღლესთან, ბრედ პიტთან დაუსრულებელ სასამართლო პროცესებს ასახელებს, რომელიც ვარსკვლავს ძალიან ძვირი უჯდება. მედიის ცნობით, დანაკლისის ასანაზღაურებლად, 49 წლის მსახიობი იძულებულია ძვირფასი სამოსი და სამკაულები გაყიდოს.
„ის თავის გარდერობში გამუდმებით ეძებს ისეთ დიზაინერულ სამოსს, რომელიც კარგ ფასად გაიყიდება. ანჯელინამ ასევე შესაძლოა გაყიდოს ის სამკაულები, რომელიც მას ბრედ პიტმა ქორწინების პერიოდში აჩუქა“, – ჰყვება წყარო.
ცნობისთვის, ჰოლივუდის ყველაზე ლამაზი წყვილი 2014 წელს დაქორწინდა, ხოლო 2019 წელს ისინი ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ, თუმცა ჯერ კიდევ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები და უამრავი საკითხია გაურკვეველი.
„ამ ნაშვილები ბავშვების ბრალია მათი განშორება“ – ანჯელინა ჯოლი 20 წლის პაქსთან ერთად გამოჩნდა
„ბრედ პიტს ანჯელინა ჯოლისთან შერიგება შვილების გამო სურს“ – უახლესი ამბები „ბრანჯელინას“ შესახებ