LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო/ვიდეო: „ულამაზესი დედა-შვილი“ – ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის ერთადერთი ბიოლოგიური ვაჟის უახლესმა ფოტოებმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია

607
page

ანჯელინა ჯოლი, ერთადერთ ბიოლოგიურ ვაჟთან, ნოქსთან ერთად, სამწლიანი პაუზის შემდეგ საჯაროდ პირველად გამოჩნდა. 49 წლის მსახიობი და მისი 16 წლის შვილი ყოველწლიურ ღონისძიებას, Governors Awards-ს დაესწრნენ.

ამ დღეს ანჯელინა ღია ყვითელ კაბაში იყო გამოწყობილი, ნოქსს კი შავი კოსტიუმი ეცვა. ფოტოებმა ინტერნეტსივრცე მალევე მოიცვა და უამრავი კომენტარიც გამოიწვია.

„მამა ჯობია“, „როცა შენი ერთადერთი ბიოლოგიური ვაჟი შენ არ გგავს“, „ბრედის სილამაზე აღარ განმეორდება“, „ულამაზესი დედა-შვილი“, „მამას ჰგავს“, – არ წყდება კომენტარები.

„მხოლოდ ის დარჩა მამის გვარზე“ – ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ერთადერთი ბიოლოგიური ვაჟის, ნოქსის უახლესი ფოტოები

ნახეთ ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის ერთადერთი ბიოლოგიური ვაჟი, რომელიც მამის ასლია – „ბრანჯელინას“ შვილების უახლესი ფოტოები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები