ანჯელინა ჯოლიმ და ბრედ პიტმა განქორწინების პროცესი შეაჩერეს. ამის შესახებ US Magazine წერს. გამოცემის ცნობით, ვარსკვლავური წყვილი ურთიერთობის აღდგენას გეგმავს.
ჯოლი და პიტი ერთმანეთს ერთი წლის წინ დაშორდნენ, ინსაიდერის ცნობით კი, ანჯელინა თავისი გადაწყვეტილების სისწორეში დაეჭვდა. დიდი გავლენა იქონია იმანაც, რომ ბრედი გამოსწორების გზაზეა.
წყაროს ცნობით, რამდენიმე თვეა არც ერთი მათგანი აღარ ფიქრობს ამ პროცესზე, არავინ იცის რის გაკეთებას გეგმავენ.