ანჯელინა ჯოლი ინდივიდუალურ სტილსა და სადა ფერებს არც ზაფხულში ღალატობს. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები ცხელ დღეებში ჭრელ ფერებსა და თხელ კაბებს ანიჭებენ უპირატესობას, 45 წლის ანჯელინა ნიუ-იორკის ქუჩებში ნაქსოვი ზედით და გრძელი კაბით გამოჩნდა. მსახიობი პაპარაცების ობიექტივში ვაჟთან, ნოქსთან ერთად მოხვდა.
მას „რაიან როჩესის“ შემოდგომის კოლექციიდან წარმოდგენილი კრემისფერი ზედა ეცვა, რომელსაც თეთრი გრძელი კაბა და „გაბრიელა ჰერსტის“ ჩანთა ამშვენებდა.
მსახიობის თაყვანისმცემლების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა ვარსკვლავის სიგამხდრე. ჯოლი მართლაც საოცრად დაკლებულია წონაში.