ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ანჯელინა ჯოლი საცხოვრებლად დახურულ ქალაქში გადადის. მსახიობმა სახლი ლოს-ანჯელესის მახლობლად, ჰიდენ-ჰილსში იქირავა, სადაც უახლოეს მომავალში შვილებთან ერთად გადავა. დღეს მედიაშიახალი სახლის ფოტოები გამოჩნდა. ვილა 8 ათას კვადრატზეა გადაჭიმული, სახლს აქვს 8 აბაზანა და 6 საძინებელი, ქირა ყოველთვიურად 30 ათას დოლარს შეადგენს.
მედიამ გაარკვია, ვინ იქნებიან ჯოლისა და მისი შვილების უახლოესი მეზობლები. აღმოჩნდა, რომ ჯოლის მიერ ნაქირავებ სახლში მისი მეზობელი იქნება მომღერალი ჯენიფერ ლოპესი. ჰიდენ-ჰილსში ჯოლის ახალი სახლის გვერდითაა კიმ კარადაშიანისა და კანიე უესტის ვილაც, ასევე ქორთნი კარდაშიანის ყოფილი ქმრის, სკოტ დიზიკის სახლი. ჯოლის მახლობლად იცხოვრებს რეპერი დრეიკი და მომღერალი ლეან რაიმსი.