დასავლური მედიის ცნობით, ანჯელინა ჯოლის რომანი აქვს, რომელსაც ის მკაცრად ასაიდუმლოებს. თუმცა, მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ჯოლის ახალი რჩეული უძრავი ქონების აგენტია და ის მაღალ საზოგადოებას ან ცნობილი ადამიანების რიცხვს არ განეკუთვნება.
შეგახსენებთ, რომ ბრედ პიტი და ანჯელინა ერთმანეთს წელიწადნახევრის წინ დაშორდნენ. ამ დროის განმავლობაში გაჩნდა მოსაზრება, რომ პიტმა ურთიერთობა ყოფილ მეუღლესთან, ჯენიფერ ენისტონთან აღადგინა, რომელიც მეუღლეს ასევე ცოტა ხნის წინ დაშორდა.
აღნიშნულ ინფორმაციას, ბუნებრივია, არცერთი მათგანი არ ადასტურებს.
