ჯენიფერ ენისტონის, ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის სასიყვარულო სამკუთხედმა 2005 წელს მსოფლიო შოუ-ბიზნესი ორ ნაწილად გაყო. დაახლოებით ორი ათეული წლის მერე კი ამ ისტორიას გაგრძელება მოჰყვა: განქორწინების შემდეგ პიტი ენისტონთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს. მიუხედავად იმისა, რომ ყოფილ ცოლ-ქმარს მხოლოდ მეგობრული ურთიერთობა აქვთ, გაირკვა, რომ ეს ფაქტი არ სიამოვნებს ანჯელინა ჯოლის და ამ ყველაფრის მიმართ ის ნეგატიურად არის განწყობილი.
გარდა იმისა, რომ ბრედი ყოფილ ცოლთან ურთიერთობის აღდგენას ცდილობს, ენჯის ისიც აღიზიანებს, რომ შესაძლოა, ენისტონთან პიტი მათ ურთიერთობასაც განიხილავს. ინსაიდერის თქმით, ამის გამო ანჯელინას მეუღლესთან ურთიერთობა არ სურს და როდესაც ის ბავშვების წასაყვანას მიდის, ჯოლი მასთან პირისპირ შეხვედრაზე უარს ამბობს.
შეგახსენებთ, რომ პიტი და ენისტონი 2000 წელს დაქორწინდნენ. ხუთი წლის შემდეგ, „მისტერ და მისის სმიტების“ გადასაღებ მოედანზე მან ანჯელინა გაიცნო და მასთან რომანი გააბა, ჯენიფერსაც მალევე დაშორდა. გასული წლის ბოლოს ბრედი და ანჯელინა სკანდალურად დაშორდნენ ერთმანეთს. ამ ეტაპზე ისინი ბავშვების მეურვეობისა და ქონების გაყოფის საკითხებს არკვევენ.
