17 ივნისიდან ფანტასტიკური ჟანრის სათავგადასავლო ფილმის “მალეფისენტი 2” პრემიერა გაიმართა, რომელსაც ანჯელინა ჯოლის გულმხურვალე ფანები დიდი ხანია ელოდებიან.
ფილმის წინა ნაწილში მსახიობმა თავისი მომხიბვლელი შესრულებით ყველას დაამახსოვრა თავი. ანჯელინა ჯოლი მეორე ნაწილშიც შეუდარებლად გამოიყურება.
გადასაღები მოედნიდან, მალიფისენტისთვის გრიმის კეთების პროცესის ვიდეოც გავრცელდა, სადაც აღნიშნულია, რომ ანჯელინა ჯოლის მალეფისენტად გარდაქმნას დაახლოებით ორსაათიანი პროცედურა სჭირდება.
ფილმის მეორე ნაწილის გადაღებები განსაკუთრებულად მხიარული გამოდგა გადამღები ჯგუფისთვის.